Natianomnom

Natianomnom Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Natianomnom, Tbilisi.

მე ვარ ნათია ყურშუბაძე, დიდი გურმანი და მუდმივად თავგადასავლების მაძიებელი. მიყვარს სხვადასხვა ექსპერიმენტები რეცეპტებში, ახლის გამოგონება და სხვებისთვის გაზიარება მათ შორის ჯანსაღი რეცეპტების შექმნა და ქართულის ჩემებურად შეკაზმვა. ასევე არ ვაკლებ სხვადასხვა კაფეებისა თუ რესტორნების დალაშქვრას და მათზე ჩემი შტაბეჭდილებებისა თუ გამოცდილების გაზიარებას, როგორც კარგის, ასევე უარყოფითის :P ერთი სიტყვით, გეპატიჟებით ჩემს გემრიელ სამყაროში სამოგზაუროდ.

02/07/2026

🍲 ეს საოცრება გახლავთ, ფინური წვნიანი ნაღებითა და ორაგულით .
მისი სახელწოდება ცნობილია როგორც - Lohikeitto

🫴 ინგრედიენტები

🐟 2 ცალი ორაგულის სტეიკი (დაახლოებით 350-400 გ)
🥔 250-300 გ კარტოფილი, საშუალო კუბებად
🥕 1 პატარა სტაფილო
🧅 1/2 თავი ხახვი
🥛 600-700 მლ წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი
🍶 100 მლ 10%-იანი ან 20%-იანი ნაღები
🧈 1 ს.კ. კარაქი
🍃 1 დაფნის ფოთოლი
🧂 მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
🌿 ერთი საშ. ზომის კონა კამა
🍋 1 ს/კ გამოწურული ლიმონის წვენი

👩‍🍳 მომზადება:

კარაქში 2-3 წუთით მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
სურვილისამებრ დაუმატეთ სტაფილო, შემდეგ კარტოფილი.
დაასხით წყალი ან ბულიონი, ჩაყარეთ დაფნის ფოთოლი და ხარშეთ, სანამ კარტოფილი თითქმის არ დარბილდება (10-12 წუთი).
დაუმატეთ საშუალო ზომის კუბებად დაჭრილი ორაგული.
ხარშეთ მხოლოდ 4-5 წუთი.
ჩაასხით ნაღები, მიიყვანეთ თითქმის ადუღებამდე.
ბოლოს მოაყარეთ კამა, მოასხით ლიმონის წვენი და 5 წუთით დაასვენეთ.

მიირთვით და ისიამოვნეთ 🤤🙆‍♀️

#ორაგულისწვნიანი #წვნიანი #ჯანსაღი

22/06/2026

"ჩახოხბილი" 🥘

დათოს ორგანული ფერმა - შემაყვარა ქათამი 🥹🤌
ვინც სანთლით დაეძებთ ნამდვილ სოფლის ქათამს, ჯანსაღ გარემოში გამოზრდილს და ნაკვებს, მიმართეთ ამ ადამიანს 💚

უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან ✅️

#ჩახოხბილი #რეკომენდაცია #ჯანსაღიპროდუქტი #სოფლისნობათი

საუზმე 🥱 #სასარგებლორჩევები 💫პომიდორი, ავოკადო, სალათის ფოთლები, მწვანე ხახვი,რეჰანი, ქინძი, კამა, ფეტა, პარმეზანი, ბალზ...
14/05/2026

საუზმე 🥱

#სასარგებლორჩევები 💫

პომიდორი, ავოკადო, სალათის ფოთლები, მწვანე ხახვი,რეჰანი, ქინძი, კამა, ფეტა, პარმეზანი, ბალზამიკო, ლიმონის ფრეში 🌞

D ვიტამინის მიღებამდე, ყოველთვის ჯანსაღი ცხიმები უნდა მიიღოთ, ასე გაცილებით ეფექტურად იწოვს D ვიტამინს ☝️
ამ სალათში ეგეთი ავოკადოა 🥑 შემდეგ- ფეტა და პარმეზანი 🧀

ლიმონის მოწურვა ზედვე სალათზე, ეხმარება უკეთ, ვიტამინების შეწოვაში 🍋

#ჯანსაღიცხოვრებისწესი ☘️

🫳🥘🫴 როგორ მოვუაროთ სწორად ტაფებს და ქვაბებს  იმისთვის, რომ გაგვიძლოს დიდხანს და არ დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა?პირველ რი...
28/04/2026

🫳🥘🫴 როგორ მოვუაროთ სწორად ტაფებს და ქვაბებს იმისთვის, რომ გაგვიძლოს დიდხანს და არ დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა?

პირველ რიგში, პოსტის ფოტოში, როგორც გამოიყურება ტაფა, სასწრაფოდ მოაშთეთ თქვენი სამზარეულოდან! ❌️☝️

🔅ახლა კი წესი 1 : არასდროს მოათავსოთ გაზქურაზე სველი ტაფა ან ქვაბი. ☝️გახურებამდე, წინასწარ გააშრეთ მშრალი ტილოთი და შემდეგ მოათავსეთ ცეცხლზე თუ ინდუქციურზე 🔥

🔅წესი 2 : ქვაბის/ტაფის გამოყენების შემდეგ, ჯერ კიდევ ცხელ ჭურჭელს არ დაასხათ ცივი/ცხელი წყალი. დაელოდეთ სრულ გაციებამდე და შემდეგ გარეცხეთ ☝️

🔅წესი 3 : ყოველთვის ვიყენებთ სილიკონის ან ხის მოსარევს, განსაკუთრებით, თუ ჭურჭელი გახლავთ ტეფლონის საფარის ☝️

🔅წესი 4: გარეცხვის შემდეგ, კარგად გააშრეთ და ისე შეინახეთ - ტენიანობა აზიანებს საფარს და ტოვებს ლაქებს☝️

🔅წესი 5 : ტეფლონის საფარიანი ჭურჭელი, არასდროს გარეცხოთ მეტალის სახეხით. გარეცხეთ თბილ, საპნიან წყალში, რბილი ღრუბლით. თუ კერძი მიიწვა, გაგრილების შემდეგ დაასხით ცხელი წყალი + სარეცხი საშუალება და დააცადეთ რამდენიმე წუთი, ამის შემდეგ გარეცხეთ. იგივე კერამიკის ზედაპირიან ჭურჭელზე ☝️

🔅წესი 6 : თუჯის ჭურჭლის შემთხვევაში, საპონს ვიყენებს მაქსიმალურად იშვიათად. უმჯობესია ცხელი წყალი + მარილი . სასურველია გაირეცხოს მავთულიანი სახეხით ან ჯაგრისით. გარეცხვის შემდეგ, კარგად გააშრეთ (უმჯობესია ისევ გაზქურაზე და შემდეგ წაუსვათ თხელ ფენად ზეთი. არასდროს დატოვოთ სველი☝️

🔅წესი 7 : უჟანგავი ფოლადის ჭურჭლის შემთხვევაშიც, რეცხვისას ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ რბილ ღრუბელს, ან სოდა + ძმარი. არავითარ შემთხვევაში მავთულიანი ჯაგრისი. სხვა შემთხვევაში დავკაწრავთ მეტალს. ☝️
იმისთვის, რომ მზადებისას კერძი არ მიიკრას, წინასწარ გავახუროთ ჭურჭელი საშუალო ცეცხლზე, და შემდეგ გამოვიყენოთ ცხიმი. ☝️

🔅წესი 8: არასდროს გარეცხოთ ჭურჭელი, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, თუ მწარმოებელს ეს მითითებული არ აქვს ☝️

🔅წესი 9: ტაფაში დიდხანს არ დატოვით საჭმელი ☝️

🔝ყველაზე მეტად, ჭურჭელს აფუჭებს:

❌️მაღალი ცეცხლი
❌️უხეში ჯაგრისი.
❌️სწრაფი გაგრილება წყალში
❌️ჭურჭლის მანქანაში ხშირი რეცხვა

🍳 როდესაც ქვაბი/ტაფა ახალი შეძენილი გაქვთ, მის გამოყენებას იწყებთ შემდეგნაირად:

🔸️ ტეფლონის ზედაპირიანი ჭურჭელი:

გარეცხეთ თბილი წყლით და მსუბუქად მოუსვით რბილი ღრუბელი.
გააშრეთ სრულად და
ძალიან თხლად წაუსვით ზეთი (ქაღალდის ხელსახოცით)
ამის შემდეგ გააცხელეთ 1-2 წუთით დაბალ ცეცხლზე

🔸️უჟანგავი ფოლადის ზედაპირიანები:

გარეცხეთ კარგად, ან ზედვე დაასხით წყალი და შემდეგ აადუღეთ.

🔸️ თუჯის

გარეცხეთ და კარგად გააშრეთ. ამის შემდეგ, მთელს ზედაპირზე თხლად წაუსვით ზეთი. შემდეგ, კარგად გააცხელეთ გაზზე, ან ღუმელში, იქამდე, სანამ ოდნავ კვამლს არ გაუშვებს.

ზოგადად, პირველი გამოყენებისას ეცადეთ, დიდხანს არ გააცხელოთ ცარიელი ჭურჭელი ☝️

იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი რჩევები 😇💫🩷

#სამზარეულოსწესები #რჩევები #სასარგებლორჩევები

ქართული მზე 🌞რაში ამოაწობდით? 😇💅   #ჭადი  #ქართულიგასტრონომია
26/04/2026

ქართული მზე 🌞

რაში ამოაწობდით? 😇💅

#ჭადი #ქართულიგასტრონომია

როგორი კლასიკაც მარწყვის ტორტია, ისეთივე კლასიკაა დანაყილი ქინძი და ნიორი 🤌😘დარწმუნებული ვარ, აქ და ამაში ყველა მენთანხმ...
25/04/2026

როგორი კლასიკაც მარწყვის ტორტია, ისეთივე კლასიკაა დანაყილი ქინძი და ნიორი 🤌😘

დარწმუნებული ვარ, აქ და ამაში ყველა მენთანხმებით 🙌😇🌱

#ქართულიგასტრონომია #ქართული

17/04/2026

ჩემო გულში და სულში ჩასახუტებელო აჭარლებო,ჩემო სისხლო და ხორცო ❤️ გეფერებით ბევრს 🫂🌷🌞
ეს პოსტი თქვენ გეძღვნებათ, დიდი სიყვარულით თბილისიდან 🌷

#ფხალობიო
#კაიმაღი
#ჩლეჩილიყველი
#კვირკვალილობიო

27/03/2026

იმერლებო, გეხუტუნეთ ბევრი 🫂🩷🥰

ხაჭაპური ხომ გაქვთ და გაქვთ 🙌 და ფხალეული? იმერული ხარჩო , ჭადი, ყველი, საცივი თუ წიწილა ტყემალში? და კიდევ რამდენი საოცრება 🤌🥹
ერთხელ, იმერეთში ისეთ სუფრაზე მოვხვდი, არასდროს დამავიწყდება 🌪😳
ხოდა გაგიმარჯოთ იმერლებო! 🍷

აქაც დავწერ, იმ კეთილი იმერელი ქალბატონის რჩევას:

იმისთვის, რომ ხაჭაპურიდან ყველი არ გაგეპაროთ, 0.500 გრამ ყველში გადაურიეთ 1 ს/კ მანანის ბურღული + 1 ცალი კვერცხის ცილა და მორჩა 😇
აღარც ყველი გაგეპარებათ და აღარც ხაჭაპური ღუმელიდან 🤭😁

ხაჭაპურზე ნუ განმსჯით, უცებ-უცებ მოვუკარი თავი, თვარა ისე უფრო კაი გამომდის 💅

პ.ს ნამდვილი, ავთენტური იმერული ტაფის ხაჭაპურის რეცეპტს, სიამოვნებით ვეზიარებოდი 😇

#იმერეთი #იმერულისამზარეულო #ხაჭაპური

26/03/2026

და თქვენ, რომელ კერძს/დესერტს ამსგავსებთ თქვენს თავს და რატომ? 😍🍰🥘

ჩანგალზე - Changalze ერთი მშვენიერი საღამო 🍽🫂✨️🪐🌚

20/03/2026

🔔 აბა სამზარეულოს ლომებო და გურუებო გამოჩნდით 👩‍🍳🧑‍🍳

🥗 დამიწერეთ, ჩამოთვლილი ბოსტნეულის სწორი თანმიმდევრობა, რით ვიწყებთ და ვასრულებთ ბოსტენულის სწორად მოყვანას ტაფაში? 💅

გამოავლინეთ თქვენი პროფესიონალური შესაძლებლობა 🫳🔥🫴

🍄ქამა და ხის სოკო
🥦ბროკოლი
🥕სტაფილო
🧄ნიორი
🌶ბულგარული წითელი-მწვანე
🫛გაყინული ფრანგული ლობიო
🫛გაყინული ბარდა

გისმენთ 🙆‍♀️

#სამზარეულო #კულინარია

Address

Tbilisi

Telephone

+995593411155

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Natianomnom posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Restaurant

Send a message to Natianomnom:

Shortcuts

Share