Culinarium Cooking School

Culinarium Cooking School სამოყვარულო ტიპის ერთჯერადი მასტერკლასები
(205)

Permanently closed.

არ აქვს მნიშვნელობა, სამზარეულოში ახალბედა ხართ თუ პროფესიონალი, ამ კითხვაზე პასუხი აუცილებლად მოიძებნება ჩვენთან - „გასტრონომიულ სკოლა „კულინარიუმში“.

თქვენი გემოვნებისა და ინტერესის მიხედვით, იმ დროით შუალედში, როცა გცალიათ, ერთ საათსა თუ სამ დღეში, გაივლით სხვადასხვაგვარ კურსსა თუ მასტერკლასს საქართველოს საუკეთესო შეფმზარეულებსა და ტრენერებთან. ჩვენი გაკვეთილები მაქსიმალურად ინფორმაციული და პრაქტიკულია, თანაც, ამავდროულად, ადაპტირებული და მარტივი, რათა სწავლისა და სიამოვნების პროცესი გააერთიანოთ.

გასტრონომიული სკოლა “კულინარიუმი”ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მყუდრო შენობაში მდებარეობს - სპეციალურად აღჭურვილი სამუშაო ადგილებით, თანამედროვე ტექნიკით, დიდი სამუშაო და სასადილო მაგიდითა და მეგობრული გარემოთი. აქ თქვენ გელით საუკეთესო კულინარიული თავგადასავალი, ახალ მეგობრებთან თბილი შეხვედრები, პრაქტიკული და საინტერესო სწავლების პროცესი და შთაბეჭდილება, რომელიც დიდხანს გაგყვებათ.

04/04/2026
26/03/2026

SOLO Hobby წარმოგიდგენთ კულინარიულ კურსს თეკუნა გაჩეჩილაძესთან

კურსი ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვისაა და მოიცავს ინტენსიურ პრაქტიკულ მეცადინეობებს კვირაში ერთხელ, რომლის დროსაც მონაწილეები შეისწავლიან სამზარეულოს ფუნდამენტურ უნარებს და გაიღრმავებენ ცოდნას

კურსზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება: https://go.solo.ge/4dhbBXX

1 აპრილს გეპატიჟებით იტალიური სამზარეულოს მასტერკლასზე.
მასტერკლასის ფარგლებში შეისწავლით იტალიური სამზარეულოს ძირითად ტ...
25/03/2026

1 აპრილს გეპატიჟებით იტალიური სამზარეულოს მასტერკლასზე.

მასტერკლასის ფარგლებში შეისწავლით იტალიური სამზარეულოს ძირითად ტექნიკებს, გემოების სწორ ბალანსს და კერძების თანამედროვე პრეზენტაციას.

მასტერკლასის მენიუ:
- ბრუსკეტა
- ბურატას სალათი პომიდორო ჩერით და რუკოლათი
- პასტა პაკერი სოკოთი და ტრუფელით
- ⁠ჯელატო ლიმონჩელოთი

მასტერკლასს გაუძღვება რესტორან „ლიტერას“ შეფ-მზარეული - ედი მამუკიანი.

მასტერკლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ მომზადებული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ღვინოსთან ერთად.

ადგილი: კულინარიუმი (ღვინის ქარხანა, პეტრიაშვილის ქ. 1)

დაწყების დრო: 19:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული

მასტერკლასის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ Bio-ში განთავსებულ ბმულს ან დაგვიკავშირდით: +995 577 14 63 92

Address

Petriashvili Str 1
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Culinarium Cooking School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Restaurant

Send a message to Culinarium Cooking School:

Shortcuts

Share

Category