BestFlavour

BestFlavour BestFlavour-როცა ყავის, ჩაის ან ცხელი შოკოლად?

BestFlavour გახლავთ ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანია, რომელიც 2017 წლის ივლისის თვიდან ეწევა ცნობილი იტალიური ყავის ბრენდის Saicaf, გერმანული პრემიუმ-კლასის ბიოლოგიური ჩაის Samova-, ავსტრიული რძის GMUNDNER MILCH და ავსტრიული ბიოლოგიური კაკაოს Coffee & Flavor პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოს ტერიტორიაზე.
ჩვენ გაფორმებული გვაქვს ექსკლუზიური ხელშეკრულებები ნახევრად-პროფესიონალური, ავტომატური და პროფესიონალური ყავის დანადგარების მსოფლიო დონის მწარმოებლებთან, როგორიცაა: La Cimballi, Saeco, Nuovo Simonelli, Victoria Ardwino, Caffitaly Systems, Dallacorte და სხვა. BestFlavour-ს მომხმარებელთა შორის უმთავრესწილად არიან: ყავის სახლები, რესტორნები, კაფე-ბარები, ლაუნჯ ბარები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები. ასევე, კერძო ორგანიზაციებისა თუ კორპორაციების ოფისები, სავაჭრო ცენტრები, ქეითერინგის სეგმენტში მოქმედი კომპანიები, სწრაფი კვების ობიექტები, სპა სალონები და სხვა ტიპის ობიექტები. BestFlavour თავის მრავალრიცხოვან კლიენტებს სთავაზობს პრემიალური 5 ვარსკვლავიანი მომსახურების ერთიან კონცეფციას, ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ყავასა და ჩაის პროდუქციას, არამედ ვართ დაკავებულნი მაღალი დონის სრულფასოვანი სერვისის შეთავაზებით, რომელიც თავის მხრივ მოიცავს როგორც ფრანგული და იტალიური ყავის, ისე გერმანული ბიო ჩაის პროდუქციით მომარაგებას, ასევე, ნახევრად-პროფესიონალური, ავტომატური და პროფესიონალური ყავის დანადგარების, გრინდერებისა და შესაბამისი ინვენტარის გადაცემას, მონტაჟს, ბარში მომუშავე პერსონალის ტექნიკურ გადამზადება-ტრეინინგებსა, მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის დონის ამაღლებას, რეცეპტურის დამუშავებას, გადაცემული ძვირადღირებული ინვენტარისა და ყავის დანადგარების პერიოდულ გაწმენდა-მომსახურებას და მრავალ სიახლეს.
დაგვიკავშირდით და ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები გაგიწევენ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია!

Address

44/3 S. Zakariadze Str
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Telephone

+995598957744

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BestFlavour posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category