Ajara Restaurants and Cafe-bars Association

Ajara Restaurants and Cafe-bars Association Non-trade organization "AJARA RESTAURANTS AND CAFE-BARS ASSOCIATION"

ტრენინგები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის
გაცნობეთ, რომ აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებული "აჭარის რესტორან-კაფე-ბარების ასოციაცია" Mercy Corps-ის ხელშეწყობით ევროპიდან მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით და ევროკავშირის სავალდებულო ვოთხოვნების შესაბამისად ატარებს უფასო ტრენინგს.

05/10/2020
27/06/2016

აკვაკულტურა აჭარაში
>> 2016 წელს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, სადაც ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ ფორეჯის“ მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია იქნა წარმოდგენილი.
პრეზენტაცია წარმოადგინა „ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ თავმჯდომარე - სოფიკო დიასამიძემ. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეხვედრას ესწრებოდნენ აკვაკულტურის სფეროში მომუშავე ფერმერები, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცხოველეობის დარგის მთავარი სპეციალისტი გიორგი ბარამიძე, აიპი „აგროსევისცენტრის“ დირექტორი გოჩა ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თამჯდომარე თამაზ შავაძე, თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე და პალატასთან არსებული ასოციაციების თავმჯდომარეები.
> აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო, საქართველოში და კერძოდ აჭარის რეგიონში, აკვაკულტურის სფეროში არსებული მდგომარეობის ანგარიშის წარდგენა და პრობლემების გადაჭირის გზების მოძიება.

16/06/2016
15.06.2016 წ. ბათუმის ქალთა ოთახში მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აჭარი...
16/06/2016

15.06.2016 წ. ბათუმის ქალთა ოთახში მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწვლო პალატასთან არსებული "აჭარის კაფე-ბარ-რესტორნების ასოციაციის" სამუშაო ჯგუფთან. შეხვედრას ესწრებოდა პალატის თავმჯდომარე ბატონი -თამაზ შავაძე, რომელიც მხარს უჭერს ასოციაციის გაძლიერებას და აქტიურად არის ჩართული მისი საქმიანობის გაუმჯობესების საკითხებში.

27/04/2016

13-15 მაისს, ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში’’ ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის’’ მე-9 საერთაშორისო გამოფენა "EXPO BATUMI 2016" გაიმართება. გამოფენის ორგანიზატორი საქართველოში ერთ - ერთ პირველი მოქმედი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია "GEONET EXPO"

გამოფენა ფართო მასშტაბის მატარებელია ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. "EXPO BATUMI 2016"-ში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.

გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ისრაელი, პოლონეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და ჩინეთი. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

,, EXPO BATUMI 2016" ის მხარდამჭერია - აჭარის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, საქართველოსა და აჭარის გიდების ასოციაციაციები, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.

2016 წლის 21-22 აპრილს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სხდომათა დარბაზში "აჭარის კაფე-ბარ რესტორნების ასოციაციის" ინი...
22/04/2016

2016 წლის 21-22 აპრილს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სხდომათა დარბაზში "აჭარის კაფე-ბარ რესტორნების ასოციაციის" ინიციატივით მოწვეულმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა ქალბატონმა თამარ ბერძენიშვილმა და ბატონმა ბიძინა ჯიბლაძემ მოწვეულ სასურსათო მაღაზიების მენეჯერებს გააცნო ახალი რეგულაციები სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან მიმართებაში.
საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო ქ. ბათუმის ბერიძის (კალიაევის), მაიაკოვსკის და პუშკინის ქუჩების 18 სასურსათო მაღაზიის მენეჯერები.
შეხვედრები წარიმართა კეთილგანწყობილ გარემოში, მოწვეულმა ექსპერტებმა ამომწურავად უპასუხეს ყველა დასმულ შეკითხვას და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.

Address

Melashvili Street 26
Batumi

Telephone

+995595084683

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ajara Restaurants and Cafe-bars Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share