1. სამკურნალო- გამაჯანსაღებელი კომპლექსი ნავანები ადგილი, სადაც თქვენ ყოველთვის გელიან
სამკურნალო გამაჯანსაღებელი კომპლექსი ნავანები მდებარეობს ქ. ახალციხეში რაბათის ციხის მიმდებარედ მდინარე ფოცხოვის წყლის ხეობაში, წინა საუკუნეების დიზაინით აგებულ ციხე-კოშკებში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე.კოშკში განთავსებულია საცურაო აუზი, დამოუკიდებელი აუზები რესტორანი და სასტუმრო. ბუნებრივად ცხელი წყა
ლი განთქმულია სამკურნალო გამაჯანსაღებელი თვისებებით,რომელსაც იყენებენ საშარდე გზების გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი ორგანოთა დაავადებების სამკურნალოდ. ობიექტის მიბდებარედ მდებარეობს ფიჭვის ტყის მასივი.მკურნალობის კურსი შეუძლია გაიარონ როგორც მოზრდილებმა ასევე ბავშვებმა, მკურნალობის ხანგრძლივობაა 15-20 დღე
კომპლექსში შემავალი დასასვენებელი სახლის ტერიტორია დაცული და კეთილმოწყობილია.
კომპლექსი შეგიქმნით მყუდრო გარემოს, რაც დაუვიწყარს გახდის თქვენს დასვენებასა და მკურნალობას. გაატარეთ გაზაფხული კომპლექსს ნავანებში
დაისვენეთ მშვიდ და ჯანსაღ გარემოში, სადაც ყოველი წუთი სასიამოვნო და დაუვიწყარია
გისურვებთ ჯანმრთელობას!http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9679/1/Sakurorto_Terapia.pdf
ახალციხის ბიოკლიმატის , მასში შემავალი თბილი მინერალური წყლის სამკურნალოდ ნაჩვენები დაავადებებისა და პათოლოგიების სია;
ესთეთიკურ გამაჯანსაღებელი თვისებები
1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
2. სუნთქვის სისტემის დაავადებები.
3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.
4. შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.
5. გინეკოლოგიური დაავადებები.
6. ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები.
7. ნერვული სისტემის დაავადებები.
8. ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები;
მითითებული ინფორმაცია დამუშავებულია სხვადასხვა სახელმძღვანელო ლიტერატურიდან მათ შორის
უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისა და ექიმებისათვის განკუთვნილი სასწავლო სახელმძღვანელო ლიტერატურიდან ნ. სააკაშვილი, ი. თარხან-მოურავი, მ. ტაბიძე, ნ. ქუთათელაძე საქართველოს კურორტოგრაფია და საკურორტო თერაპიაგულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
9. 1.1. ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი; 1.2. გულის იშემიური დაავადება, I ფუნქციური კლასის დაძაბვის სტაბილური სტენოკარდია (კანადის კარდიოლოგთა ასოციაციის კლასიფიკაცია); 1.3. გულის იშემიური დაავადება, II ფუნქციური კლასის დაძაბვის სტაბილური სტენოკარდია;
10. 1.6. მიოკარდიოდისტროფიები, სხვადასხვა ეტიოლოგიის; 1.7. გულის სარქველების შეძენილი მანკები, მარცხენა ვენური ხვრელის და აორტის გამოხატული სტენოზის გარეშე, აქტიური პროცესის ჩაცხრობიდან 6-8 თვის შემდეგ;
11. 1.10. გადატანილი მიოკარდიტის შემდგომი მდგომარეობა, მწვავე და ქვემწვავე ანთებითი მოვლენების ჩაცხრობიდან 6-8 თვის შემდეგ; 1.11. პირველადი ან შებრუნებითი ენდოკარდიტი, გახანგრძლივებული ან ლატენტური მიმდინარეობით, რევმატიული პროცესის მინიმალური აქტივობით; 1.12. ესენციური ჰიპერტენზიის I სტადია (ჯანმო-ს კლასიფიკაცია); 1.13. ესენციური ჰიპერტენზიის II სტა
12. 1.20. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზემოჩამოთვლილი (1.1-1.19) პათოლოგიები, გულის უკმარისობის I ფუნქციური კლასით (ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციის კლასიფიკაციით); 1.21. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზემოჩამოთვლილი პათოლოგიები, გულის უკმარისობის II ფუნქციური კლასით;
სუნთქვის სისტემის დაავადებები.
13. 2.10. ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი რემისიის სტადიაში; 2.11. ტუბერკულოზური ბრონქიტი ქვემწვავე და ქრონიკულ სტადიაში; 2.12. ტუბერკულოზი, ქვემწვავე და ქრონიკულ სტადიაში; 2.13. სუნთქვის სისტემის აღნიშნული (2.1-2.12) დაავადებები სუნთქვის უკმარისობის I სტადიით (ა. დემბოს კლასიფიკაციით); 2.14. სუნთქვის სისტემის აღნიშნული (2.1-2.12) დაავადებები სუნთქვის უკმარისობის II სტადიით; 2.15. სუნთქვის სისტემის აღნიშნული (2.1-2.12) დაავადებები ფილტვ-გულის უკმარისობის I სტადიით.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.
14. 3.2.1. შენარჩუნებული სეკრეციული ფუნქციით; 3.2.2. დაქვეითებული სეკრეციული ფუნქციით; 3.2.3. მომატებული სეკრეციული ფუნქციით;
15. 3.3. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სრული ან არასრული რემისიის ფაზაში, სისხლდენებისკენ მიდრეკილების გარეშე, ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ; 3.4. კოლიტი და ენტეროკოლიტი – ქრონიკული, სხვადასხვა ეტიოლოგიის (ტუბერკულოზურის, მასტენოზებელის და ბაქტერიული წარმოშობის გარდა) გამწვავების ფაზის გარეშე; 3.5. ინფექციური ჰეპატიტი არააქტიურ ფაზაში და ინფექციური ჰეპატიტის გადატანის შემდგომი ნარჩენი მოვლენები, გადატანიდან 1-2 თვის შემდეგ, ღვიძლის ფუნქციების უმნიშვნელო ცვლილებებით; 3.6. ქრონიკული ჰეპატიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის, არააქტიურ ფაზაში, ღვიძლის ფუნქციების უმნიშვნელო ცვლილებებით; 3.7. ქრონიკული ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის, იშვიათი შეტევებით, ოპერაციიდან 4-5 თვის შემდეგ; 150 3.8. ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება, ინფექციებით გართულებების და ხშირი შეტევების გარეშე, მყარი რემისიის ფაზაში; 3.9. ქრონიკული პანკრეატიტი (არატუბერკულოზური), ხშირი გამწვავებების გარეშე, ქრონიკული პანკრეატიტის
შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.
16. 4.3. ცისტიტი, არატუბერკულოზური წარმოშობის; 4.4. ქრონიკული პროსტატიტი (არატუბერკულოზური); რემისიის ფაზაში, შარდ- გამომყოფ სისტემაში ცვლილებებისა და ნარჩენი შარდის გარეშე;
გინეკოლოგიური დაავადებები.
17. 5.1. სალპინგიტი და ოოფორიტი ქრონიკულ სტადიაში, ჰიპერპოლიმენორეით მიმდინარე; 5.2. საკვერცხეების დისფუნქცია საკვერცხეების ჰიპოფუნქციით და ჰიპოლუთეინიზმით, მენსტრუალური ციკლის დარღვევის და ნერვული და ენდოკრინული სისტემების ორგანული დაავადებების გარეშე; 5.3. მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, ჰიპომენორეა; 5.4. უშვილობა (რეპროდუქციის დარღვევა), გამოწვეული საშვილოსნოს, ფალოპის მილების და საკვერცხეების ანთებითი პროცესებისა და საშვილოსნოს თანდაყოლილი განუვითარებლობის გამო; 5.5. მენოპაუზა, კლიმაქტერიული პერიოდი, ონკოლოგიური დაავადებების გარეშე.
ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები.
18. 6.1. რევმატოიდული პოლიართრიტი (რევმატოიდული ართრიტი) პროცესის მინიმალური აქტივობის ფაზაში ან პროცესის არააქტიურ ფაზაში, პაციენტის თვითმომსახურების უნარით; 6.2. ინფექციური პოლიართრიტი (ინფექციური ართრიტი) პროცესის აქტივობის ნიშნების გარეშე; 6.3. არასპეციფიური ოსტეოართრიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის; 6.4. ზრდასრულთა ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ხერხემლის არასტაბილურობის შედეგად განვითარებული ოსტეოქონდროზი, მეორადი ნევრალგიური დარღვევებით ან მათ გარეშე, პაციენტის დამოუკიდებლად გადაადგილების უნარით. 6.5. დისტროფიული, კეთილთვისებიანი ოსტეოართროზი, ნივთიერებათა ცვლის და ენდოკრინული დარღვევების ფონზე, მეორადი სინოვიტით; 6.6. მაანკილოზებელი სპონდილოართროზი, ხერხემალში მოძრაობის გამოხატული დარღვევების გარეშე; 6.7. მაანკილოზებელი სპონდილოართროზი, პროცესის აქტივობის I და II ხარისხის, პაციენტის თვითმომსახურების უნარით; 151 6.8. სპონდილიტი და ოსტეოქონდროზი (არატუბერკულოზური) ინფექციური წარმოშობის, პაციენტის თვითგადაადგილების უნარით; 6.9. ტრავმული სპონდილოპათია, პაციენტის თვითგადაადგილების უნარით; 6.10. მიოზიტი, ფიბროზიტი, პერიართრიტი, ეპიკონდილიტი, სახსრების კონტრაქტურები (სხვადასხვა ეტიოლოგიის) ქრონიკულ სტადიაში.
ნერვული სისტემის დაავადებები.
19. 7.1. პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები – რადიკულიტი, რადი- კულონევრიტი, გამოწვეული ოსტეოქონდროზით და ტოქსიკური ან ინფექციურ- ალერგიული პროცესით; ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია, იშიაზი, მწვავე პროცესის ჩაცხრობის, ქვემწვავე სტადიის, არასრული რემისიის ან ქრონიკული სტადიის რემისიის ფაზებში; 7.2. ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებები – კისრის უკანა სიმპათიკური სინდრომის, სიმპათიკო-განგლიონიტის, ვეგეტატიური პოლინევრიტის ან სიმპათიკო- განგლიოტრუნციტის არსებობისას – მწვავე პერიოდის ჩაცხრობის შემდეგ; 7.3. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები და ტრავმები – მენინგო- ენცეფალიტი, ენცეფალიტი, თავის ტვინის ტრავმის ნარჩენი მოვლენები (ენცეფალოპათია), კისრის მიელოპათია და სხვ., მწვავე პერიოდის დამთავრებიდან 3-6 თვის შემდეგ; 7.4. ნერვული სისტემის ფუნქციური და სხვა დაავადებები – ნევროზი, ნევრასთენია, შაკიკი, პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია მსუბუქ სტადიაში, პაციენტის დამოუკიდებლად გადაადგილების უნარით;
ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები;
20. 9.1. ენდოკრინული სიმსუქნე, ალიმენტური სიმსუქნე, მცირე ფიზიკური აქტივობით გამოწვეული სიმსუქნე; ნევროგენული წარმოშობის ლიპიდური ცვლის დარღვევები; 9.2. შაქრიანი დიაბეტი, მსუბუქი და საშუალო ხარისხის, მყარი კომპენსაციის ფაზაში, აციდოზისადმი მიდრეკილების გარეშე; 9.3. პოდაგრა, შარდმჟავა დიათეზის სხვადასხვა კლინიკური ფორმები;
21. 9.6. პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპოფუნქციის შედეგად განვითარებული ოსტეოქონდროზი ნევროგენული ცვლილებების გარეშე;
22. 10.1. I-II ხარისხის სხივური დაავადება, ქრონიკული მიმდინარეობით, პაციენტის საერთო დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით; 10.2. პროფესიული მოწამვლები, ქრონიკული მიმდინარეობით; მძიმე ლითონებით მოწამვლები;
თავი VI. საქართველოს კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე სამკურნალოდ ნაჩვენები დაავადებები პათოლოგიური სინდრომები და მდგომარეობანი
მინერალური წყლის ჯგუფის დასახელება მინერალური წყლის დახასიათება წყლის დანიშნუ-ლება
წყლის სახელ-წოდება მინერა-ლიზაცია გ/დმ3 ძირითადი იონები მგ-ეკვ% სპეცი-ფიკური კომპო-ნენტები
1 2 3 4 5 6
ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან- მაგნიუმიანი ახალციხე
6,0
HCO3 95
____________
Mg54Ca31 H2SiO3
CO2
შინაგანი
გარეგანი
სამკურნალო თვისებების შესახებ დატალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9679/1/Sakurorto_Terapia.pdf
სასტუმრო FIESTA
გთავაზობთ დასვენებას სასტუმრო FIESTA - ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ:
სასტუმროს შემადგენლობაში შემავალი თბილი წყლის 13 მეტრის სიგრძის საცურაო აუზი, ასევე ორი პერსონისათვის ცალკე დამოუკიდებელი ბასეინები და რესტორანი სადაც შეგიძლიათ მიირთვათ როგორც დიეტური ასევე ქართული ტრადიციული და არამარტო ქართული უგემრიელესი კერძები . აღნიშნული კომპლექსი განთავსებულია წინა საუკუნეების დიზაინით აშენებულ ციხე-კოშკის ტიპის შენობაში . კოშკი მდებარეობს წინა საუკუნეების პერიოდში არსებულ სოფელ ნავანების ტერიტორიაზე სადაც იზრდებოდა საქართველოს მეფე: გიორგი ბრწყინვალე
სასტუმროში შეგიძლიათ ისარგებლოთ:
- ლუქსი ორი ოთახით ( სამი ნომერი)
- დიდი ლუქსი ორი ოთახით და სამზარეულოთი (ერთი ნომერი)
- სტანდარტული ორსაწოლიანი ოთახი (6 ნომერი)
- საკონფერენციო დარბაზი
- ცენტრალური გათბობა მთელი ზამთრის განმავლობაში
- ტელევიზორი, ინტერნეტი, შხაპი საპირფარეშო ყველა ოთახში