22/08/2026
იყიდება მოქმედი, სრულად გამართული ქართულ-ევროპული რესტორანი „ამბრა“ - შემოდი და იმუშავე მეორე დღიდანვე!
ეძებთ მზა, მაღალი სტანდარტის ბიზნესს? სასწრაფოდ იყიდება რესტორანი, რომელშიც ჩადებულია უზარმაზარი შრომა, სიყვარული და თითოეული დეტალი გათვლილია იდეალურად!
უსაფრთხო და გარანტირებული ლოკაცია:
• მისამართი: m² მირცხულავაზე (1-ლი კომერციული სართული).
• ადგილმდებარეობის უპირატესობა: მხოლოდ m²-ის ამ კომპლექსში არის 8 კორპუსი და 4,000-მდე ოჯახი - ანუ 4,000 ოჯახი პირდაპირ რესტორნის თავზე!
• დამატებითი ნაკადი: მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი, ქუჩა არის ძალიან მოძრავი (უწყვეტი ავტონაკადით), ხოლო გარშემო საერთოდ არ არის კონკურენტი საკვები ობიექტი!
• Delivery-პოტენციალი: უზარმაზარი მჭიდრო მოსახლეობის გამო, მიტანის სერვისი (Glovo, Wolt) იმუშავებს მაქსიმალური დატვირთვით.
ინფრასტრუქტურა და ტექნიკური მხარე:
• ფართობი: 222 კვ.მ (ტევადობა: 80-100 სტუმარი).
• მდგომარეობა: სრულიად ახალი შენობა, უნაკლო, გაწკრიალებული და უახლესი რემონტით (სიძველის არანაირი კვალი).
• კლიმატკონტროლი: 2 ძლიერი კონდიციონერი, რომელიც უზრუნველყოფს იდეალურ ტემპერატურას ზამთარ-ზაფხულ.
• ვენტილაცია: დამონტაჟებულია უზარმაზარი, 20,000 დოლარიანი შემავალი და გამავალი პროფესიონალური გამწოვი სისტემა (როგორც დარბაზში, ისე სამზარეულოში).
• უსაფრთხოება: თანამედროვე კამერების სისტემა ცალკე ოთახით, დიდი მონიტორითა და მაღალი ხარისხის ვიზუალით.
დარბაზი, სცენა და შოუ-პროგრამები:
• ინტერიერი: იდეალური, ძვირადღირებული ხის მაგიდები და ტყავის სკამები, მაღალი ხარისხის ჟალუზები და ფარდები, ცვალებადი გადასაფარებლები, შანდლები სანთლებისთვის, ულამაზესი გამწვანება და მართვადი განათებული ლოგო შესასვლელში.
• სერვირება: უმაღლესი დონის თეფშები, ჭიქები, ჩანგალ-კოვზები, დაფები და სერვირების ყველა საჭირო ატრიბუტი (მათ შორის გაუხსნელი მარაგები).
• ოპერატიულობა: ყოველ მაგიდასთან დგას უახლესი, ულამაზესი გერიდონი პერსონალის სწრაფი მომსახურებისთვის.
• პროფესიონალური სცენა: RCF-ის 2 ახალი დიდი დინამიკი (ღირებულება 7,000 ლარი), მუსიკის სამართავი პულტები, მიკროფონის დამჭერები, შოუსთვის საჭირო ყველა დეტალი და მუსიკის რიტმზე ავტომატურად მომუშავე ფერადი განათება.
• გახმოვანება: პატარა დინამიკები განთავსებულია რესტორნის ყველა წერტილში (სველ წერტილებშიც კი).
• სპორტული ტრანსლაციები: Acer-ის უძლიერესი, ახალი პროექტორი მთელ კედელზე გადაჭიმული სპეციალური "ფარდით" + 3 დამოუკიდებელი ტელევიზორი.
პროფესიონალური სამზარეულო და ბარი:
• სამზარეულოს აღჭურვილობა: 3-სექციიანი ცომეულის საცხობი (რამდენიმე თვის შეძენილი), ხინკლის სახარში, ცომის საზელი, კატალკა, პრესი, სენსორული გაზქურა, ალუმინის სამუშაო მაგიდები, მაგიდა-მაცივრები, ცალკე ჭურჭლის სარეცხი სივრცე და გამწოვთან მიერთებული მაყალი მწვადებისთვის.
• მაცივრები: სულ 8 იდეალურად მომუშავე მაცივარი (1 ბარში, 7 სამზარეულოში).
• ბარი: ულამაზესი ქსენონების განათებით, ჩაშენებული სუფთა კარადებით ჭურჭლისთვის და ყინულის აპარატით და რა თქმა უნდა სველი სივრცე.
• IT და სალარო: სენსორული სალარო აპარატი, ჩეკის პრინტერები (ბარსა და სამზარეულოში შეუფერხებელი მუშაობისთვის), 2 მაღალი დონის ნოუთბუქი (1 სენსორული) და პრინტერი.
• პერსონალის ზონა: ცალკე გასახდელი და მოსასვენებელი ოთახი.
• სველი წერტილები: თანამედროვე, ულამაზესი დიზაინით + ცალკე სამრეცხაო ოთახი სარეცხი მანქანითა და შხაპის მისაღები სივრცე.
აქტიური სოციალური ქსელები და პარტნიორები:
• Facebook: ~10,000 გამომწერი
• Instagram: ~4,000 გამომწერი
• TikTok: აქტიური, ახალი გვერდი
• პარტნიორობა: ჩართული და აქტიურია Glovo-სა და Hotsale-ზე.
ფასი და პირობები:
• სრული ღირებულება: $50,000 სასწრაფოდ! (ფასი ბოლოა - მფლობელობაში გრჩებათ აბსოლუტურად ყველაფერი, შენობაში არსებული მთელი ინვენტარი, ტექნიკა თუ დეკორაცია - რესტორნის გადატანის შემთხვევაში, მიგაქვთ რესტორნის სრული შიდა სივრცე).
• შენობის იჯარა: $3,000 / თვეში.
(შესაძლებელია გაყიდვა როგორც შენობიანად, ისე შენობის გარეშე).
ფოტო/ვიდეო მასალისა და დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდებს ან დაგვიკავშირდით:
551 40 32 32 – თორნიკე
598 86 80 86 – გიორგი